ბნელი ქუჩა
ამ სახელწოდების ტოპონიმი შეგვიძლია, ვიხილოთ ძველ თბილისში, ლესელიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე. თუ გავითვალისწინებთ აქ არსებული ქუჩების სივიწროვეს, სრულებითაც არაა გამორიცხული, რომ მსგავსი სახელწოდება სიმართლეს შეესაბამებოდეს
გოგირდის ქუჩა
თბილისი რომ გოგირდოვანი წყლებით მდიდარია, ამის შესახებ არავინ კამათობს, პირიქით - ქალაქში აბანოს ქუჩის ახლოს სწორედ პერიოდული ცხრილის მეთექვსმეტე ელემენტის მოსახელე მდებარეობს.
დოქის ქუჩა
არც იმაზე დავობს არავინ, საქართველო ღვინის ქვეყანა რომაა. თბილისში ამ სითხესთან დაკავშირებული ქუჩებიც არსებობს: ღვინის ქუჩა, ღვინის აღმართი და რა თქმა უნდა, დოქის ქუჩაც:
ვარდის ქუჩა
ნუ გეგონებათ, რომ ეს ქუჩა თბილისში 2003 წლის შემდეგ გამოჩნდა...
მიტინგის ქუჩა
მე თუ მკითხავთ, ეს სახელი რუსთაველის პროსპექტს უფრო შეეფერება, მაგრამ გასაბჭოებამდე რევოლუციური საქმიანობა თბილისის პროლეტარულ უბნებში, ამ შემთხვევაში - ნაძალადევში უფრო აქტიური იყო.
საყვირის ქუჩა
ჩვენი კომუნისტური წარსულის კიდევ ერთი ნაშთი: საყვირი პიონერული მოძრაობის განუყოფელი ატრიბუტია, შესაბამისად, მან საკუთარი საპატიო ადგილი თბილისის რუკაზეც იპოვა
ტყეკულტურის და ტყის ქუჩები
კიდევ ერთი სოციალისტური ბარბარიზმი, რომელიც ვერაფრით ჯდება ქართული სალიტერატურო ენის ნორმებში, თუმცა ვინ რას დაგიდევდათ - მთავარი ხომ იდეა გახლდათ
რაც შეეხება ტყეს, ეს პატარა ქუჩა შეგიძლიათ მთაწმინდაზე იხილოთ
ფიზკულტურის ქუჩა
პროლეტარიატის დიქტატურა მოქალაქეთა კარგ ფიზიკურ კონდიციებში ყოფნას დიდ ყურადღებას უთმობდა და ეს მხოლოდ ГТУ-ს ნორმების ყოველწლიურ ჩაბარებაში არ გამოიხატებოდა
შხეფის ქუჩა
ტოპონიმი, რომლის წამოშობა და თბილისის რუკაზე მოხვედრის მიზეზი ჩემთვის ალბათ დიდი ხანი დარჩება გამოცანად...
ცისარტყელას ქუჩა
ყველაზე პოეტური და ლამაზი სახელწოდება ბოლოსთვის შემოვინახეთ. ჩანს, მის ნათლიას ორიგინალური აზროვნება არ ღალატობდა, თან თუ დააკვირდებით, ქუჩის ფორმა ძალიან წააგავს ცისარტყელისას.
წყარო: http://urban.tbilisi.gov.ge/map/map.phtml
7 comments:
ესეც მაგარია ”- სად ცხოვრობ? -ტყეზე” :დ
დოქის ქუჩის ქვემოთ ასევე საინტერესო "ნინო ჩხეიძის" ქუჩა დავლანდე :D
ეგ ნინო ჩხეიძე მსახიობი იყო მგონი :)) ის არ არის, ჩვენ რომ გვგონია :დ
ara,ashkarad sainteresoa.me shxefis qucha momewona dzalian,magram ai es tyekultura da fizkultura_ sashinelebaa.fantaziis nakleboba(nu,vinmem sheidzleba originaluri daarqvas,magram mainc sashinelebaa).yochag dato,kargi statiaa.
შხეფის ციხეც არსებობს სენაკის რაიონში და შეიძლება მის საპატივსაცემოდ დაარქვეს. :))
ღვინის ქუჩა დღეს აღმოვაჩინე :>
"საყვირის ქუჩა" - რა სასაცილო იქნება ვუვუზელას ქუჩა :)
Post a Comment