ინდონეზია და პოლონეთი გეოგრაფიული და კულტურული ანტიპოდები არიან; ანტიპოდებს წარმოადგენენ მათი დროშებიც - წითელი და თეთრი ზოლები საპირისპირო მხარეზე არიან განლაგებულები. მართალი გითხრათ, გარჩევა ცოტა რთული კია - ისინი თითქმის იდენტური ტყუპები არიან.
ინდონეზია და პოლონეთი
ქალაქი კუსკო ინკების ძველი დედაქალაქია და გასაკვირი სულაც არაა მისი მცხოვრებლების გადაწყვეტილება, ქალაქის სიმბოლოდ ვიფალას, ანდების ინდიელთა დროშის გამოყენება. მაგრამ ყველაზე სახალისო ისაა, რომ ვიფალა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლგბტ მოძრაობის დროშას და საქმეში ჩაუხედავ ადამიანს შესაძლოა, კუსკოელთა სექსუალურ ორიენტაციაშიც შეეპაროს ეჭვი...
კუსკოს ვიფალა და ლგბტ-ის სეპტაკოლორი
ირლანდიის და კოტ დ’ივუარის დროშები პოლონეთისა და ინდონეზიის მსგავსად, იდენტურ ტყუპებს წარმოადგენენ:
კოტ დ’ივუარი და ზურმუხტოვანი რესპუბლიკა
დაბოლოს, ყველაზე საინტერესო - იაკობ ნიკოლაძის იდეის მიხედვით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის პირველი დროშა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს 2004 წლამდე წარმოადგენდა, ორეული არც მეტი, არც ნაკლები, ინდოეთის ერთ-ერთი წვრილი სამთავროს დროშის სახით აღმოაჩნდა. მართალია, სანდურის დროშაზე შინდისფერი შედარებით ”გახუნებულია” და ცოტა სტაფილოსფერიც დაკრავს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ საქართველოს ოფიციალურ შენობებზეც კი ანალოგიურად ფერგასული დროშები ფრიალებდა...
საქართველო და... სანდური
6 comments:
და მონაკოი? :D
heh, bolo magaria. sad gamochxike, davit? :D
იქ, სადაც მეც და შენც ძალიან გვიყვარს ქექვა :) ანუ წიკიპედიაში
eg wikipedia daggupavt tqven! :))
ise, davit, lixtenshtainisa da haitis droshebi?
eg olimpiadis shemdeg gamosaxes is gvirgvini! :p
naciebs fantazia ar aqvt mokled. :D
არა კაცო, ლიხტენშტაინი ხომ სათავადო, თუ სამთავროა და მაგ ვარიანტში :ჵ
Post a Comment