Saturday, March 13, 2010

ტელემარაზმი

ჩვენი საზოგადოება ტოტალურად ტელედამოკიდებულია. ტელედამოკიდებულია იმიტომ, რომ ტელევიზორი ჩვენს ცხოვრებაში მშობლების შემდეგ (რომლებმაც გაგვაჩინეს) ალბათ ყველაზე დიდ როლს ასრულებს. გარდა ამისა, ბოლო წლებია, ამ მედიასაშუალებას ყველაზე დიდი გავლენა აქვს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. ვარდების რევოლუცია, გარდა ამჟამინდელი პრეზიდენტის, აწგანსვენებული პრემიერისა და სპიკერყოფილი ოპოზიციონერის ძალისხმევისა, ”რუსთავი 2-ის” მონაწილეობის გარეშე ვერ შედგებოდა. რომ არა ტელევიზია, კაციშვილი ვერ გაიგებდა გაყალებებული არჩევნების შესახებ, ყოველ შემთხვევაში, დიდი საპროტესტო მასის მობილიზება შეუძლებელი იქნებოდა.

მსგავსი რამ მოხდა 2007 წლის შემოდგომაზე. აქ უკვე ”იმედმა” ითამაშა მობილიზატორის როლი, რამაც შედეგად ხანგრძლივი და მწვავე საპროტესტო გამოსვლები მოიტანა.
თუმცა რაც 2010 წლის 13 მარტს დაფიქსირდა, ფანტაზიის არცერთ ჩარჩოში არ ჯდება, როდესაც ნახევარი საქართველო გულგახეთქილი ეძებდა ვალიდოლს ან ტელეფონს, რათა ახლობლებს დაკავშირებოდა. სატელევიზიო სიუჟეტს ამგვარი პანიკა იმ ახალი წლის შემდეგ არ გამოუწვევია, როდესაც ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყნის მოსახლეობას მილოცვასთან ერთად საქართველოს პოპულაციის ნახევრის სავარაუდო გაწყვეტის ამბავი მიახალა.
სიუჟეტის შემდეგ სტუდიაში ანალიზისთვის მიწვეულმა საზოგადოებამ განაცხადა, რომ საჭიროა მსგავსი კადრების გაშვება, რათა ადამიანები მზად იყვნენ საფრთხისთვის და ახსოვდეთ ახლო წარსულის გამოცდილება. ჩვენი საზოგადოება გულმავიწყია და შეუძლია, ფეხქვეშ გაეგოს იმ ძალას, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს მოსახლეობას ხოცავდა და ქალაქებსა და სოფლებს უმოწყალოდ ასწორებდა მიწასთან.
მაგრამ სინამდვილეში სიუჟეტმა სხვა რამ დაგვანახა - საზოგადოების კონსოლიდირების ნაცვლად ადამიანებს უმწეობის გრძნობა დაეუფლათ. მათ მოისმინეს, რომ პრეზიდენტი დაიღუპა, უცხო ქვეყნის ჯარი დედაქალაქს უტევს, ვიღაცამ თავი სახალხო მთავრობად გამოაცხადა. შოკური მდგომარეობის გავლის შემდეგ, ალბათ ნაკლებად მოიძებნება ადამიანი, ვინც იმგვარად გაიგებს სიუჟეტის დედააზრს, როგორც ეს ავტორებს ჰქონდათ ჩაფიქრებული.
პრობლემის თავი კი ალბათ გარდა არაპროფესიონალიზმისა, ჩვენს მიერ ტელეამბების გადაჭარბებული აღქმაა, თუმცა ეს უკანასკნელი არ გამორიცხავს ”იმედის” ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო საქციელს. თუმცა, ისმის კიდევ ერთი უპასუხო კითხვა - თუკი ტელევიზია სრულად კონტროლდება ხელისუფლების მიერ, რა საჭირო იყო მოსახლეობის ასეთი დაფეთება? განა ეს არის კონსოლიდაციისკენ მიმავალი გზა?

Saturday, March 6, 2010

გუდაუთის სამხედრო ბაზა Google Earth-ში/Gudauta Military Base in Google Earth

Google Earth-მა განაახლა რამდენიმე კოსმოსური ფოტო, მათ შორის რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე. გუდაუთის თავზე 2009 წლის ივლის-აგვისტოში გადაღებულ სურათებს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ამ ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სამხედროების განლაგების პროცესი. ეს არავისთვის აღარაა საიდუმლო, თუმცა სამხედრო ტექნიკის რაოდენობა და ჩატარებული სამუშაოები მართლაც შთამბეჭდავია.
Google Earth updated several satellite images at the territory of Abkhazia. Photos shot in July-August of 2009 show that the arrangement of troops is very active. It is not a secret nowadays however the number of technics and work done is striking.

ტერიტორიაზე ტექნიკის კონცენტრაციის რამდენიმე კერა შეინიშნება, რომელიც პოლიგონებითაა შემოსაზღვრული.
There are several clusters of concentration which are indicated with polygons

მიახლოებითი გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდისათვის სამხედრო მანქანების რაოდენობა ბაზაზე 300-ს აღწევს. მათი უმეტესობა ასაფრენი ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზეა თავმოყრილი.
After estimated counting it is clear that in this period the number of military trucks in the military base is about 300. Most of them are concentrated near the airdrome



ამასთან ნათლად ჩანს 100-ზე მეტი კარავი, რომლებიც სამხედროების საცხოვრებლად გამოიყენება, სავარაუდოდ, ძველი ინფრასტრუქტურის განახლებამდე
Moreover 100 and more military tents can be observed which probably are used for living till the reconstruction of old infrastructure.


დაკვირვების შედეგად ჩანს, რომ დაახლოებით 15 შენობის სახურავი განახლებულია.
Is is clear that the roofs of about 15 buildings are reconstructed.

Thursday, March 4, 2010

უკანასკნელი ნავსაყუდელი

ალბათ გახსოვთ რონ ფრიკის ფილმი ”ბარაკა”. მისი ერთ-ერთი ეპიზოდი აღწერს მსოფლიოს უდიდეს სამხედრო თვითმფრინავების სასაფლაოს დევის-მონტენის ავიაბაზაზე არიზონაში (აშშ). ალბათ დამეთანხმებით, რომ სანახაობა Google Earth-დანაც ძალიან შთამბეჭდავია...



Tuesday, February 16, 2010

ძეგლთა მიგრაცია

დაახლოებით ერთი წლის წინ სანტანდერის ერთ-ერთი ცენტრალური მოედნიდან პირენეის ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე არსებული კაუდილიო ფრანკოს უკანასკნელი სტატუაც მოაშორეს. ძეგლის აღების პროცესს უამრავი ცნობისმოყვარე ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანკოს დიქტატურა ესპანეთში ოფიციალურად ნეგატიურად თითქმის არასოდეს შეუფასებიათ, ახალი დემოკრატიული ხანის დადგომის შემდეგ მასთან დაკავშირებული ძეგლები თანდათან თვალს მიეფარა და ამჟამად მხოლოდ ესპანეთის აფრიკულ ნაწილში, ქალაქ მელილიაშია შემორჩენილი.


სტატუები მმართველი წრეების საყვარელ გასართობს წარმოადგენს. განსაკუთრებით კი იმ საზოგადოებებში, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, დემოკრატიულობით არ გამოირჩევიან. მისწრაფება გიგანტომანიისაკენ სახვით ხელოვნებაში ამგვარი წყობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა. ისინი თავიანთი სიდიადით თითქოს თრგუნავენ მნახველს და მორჩილებას უნერგავენ. საზოგადოებაზე ზემოქმედების ამგვარი ხერხი ტოტალიტარული რეჟიმებისთვის იყო დამახასიათებელი.


საქართველოში, რომელიც არასოდეს იყო განებივრებული დემოკრატიული მმართველობით, ამგვარი გიგანტური არქიტექტურული ფორმები უხვადაა. ამასთან ყოველი რეჟიმი ცდილობდა, საკუთარი ხელწერა დაეტყო მათზე. კომუნისტური ეპოქაში ძირითადი


აქცენტი პარტიულ ბელადებზე და ასევე მმართველობისთვის სასურველ ისტორიულ პიროვნებებზე კეთდებოდა (მოდით, სააკაძისა და აღმაშენებლის ძეგლების დადგმას კომუნისტური ელიტის სულში პატრიოტიზმის მბჟუტავი ალის გაღვიძებად ნუ შევაფასებთ). ლავრენტი ბერია, როგორც ცნობილია, მეტეხის ტაძრის აფეთქებას და მის ადგილზე შოთა რუსთაველის ძეგლის დადგმას აპირებდა (საინტერესო პარადოქსი - ქართველებისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ნაგებობა საფიცარი პოეტის ქანდაკებით უნდა შეეცვალათ). დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დადგა ჟამი ძეგლების ჩამოგდებისა. შედეგად, საქართველოს ყველა ქალაქის ცენტრალური მოედნიდან (იშვიათი გამონაკლისის გარდა) გაქრა ლენინისა და სტალინის მონუმენტური ქანდაკებები, რაც სრულიად გამართლებული იყო. საზოგადოება უნდა გათავისუფლებულიყო წარსული ხსოვნისგან, რისი განხორციელებაც ჯერ გარეგნული ცვლილებებით უნდა დაწყებულიყო.


საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა ვარდების რევოლუციის შემდეგ. ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ძეგლების გადაადგილება. გავიხსენოთ სასტუმრო "რედისონ-ივერიის" მიმდებარე ტერიტორიიდან დავით აღმაშენებლის ქანდაკების უეცარი აღმოჩენა თბილისის შემოსასვლელში, ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის მიგრაცია ქალაქის ცენტრიდან მის ერთ-ერთ გარეუბანში, ამ ცოტა ხნის წინ ქუთაისში მეორე მსოფლიო ომის მემორიალის დემონტაჟის ტრაგიკულად დასრულებული შემთხვევა (კიდევ ერთი ლირიული გადახვევა: როგორც ამბობენ, ამ მონუმენტის ადგილას პარლამენტის შენობის აგება იგეგმებოდა - ასევე საინტერესო პარალელი: თბილისში მთავრობის სასახლის ადგილას ადრე სამხედრო ტაძარი იყო, რომელიც მეფის რუსეთის არმიის და ხელისუფლების სიძლიერის სიმბოლოს წარმოადგენდა...) , თამარ მეფის გამზირზე ზარ-ზეიმით გახსნილი და შემდეგ ბორჯომში გადატანილი პრომეთე... მაგალითი ბევრია, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ არქიტექტურული ფორმების გადატანა-გადმოტანას.


სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ისევ ბევრი რამაა იდეოლოგიზებული. წარსული რეჟიმებისადმი უარყოფითი დამოკიდებულება იმაშიც გამოიხატება, რომ ხდება მათ მიერ დატოვებული მონუმენტური ნაკვალევების წაშლა და სხვა ორიენტირებით ჩანაცვლება. თუმცა ამ პროცესში შეცდომებსაც აქვს ადგილი. მაგალითად, ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქის ყველაზე ღირსშესანიშნავ ადგილას დგას მედეას ძეგლი, ქალისა, რომელიც კლასიკურ სამყაროში ღალატის სიმბოლოდ იყო მიჩნეული. მას ხელთ ოქროს საწმისი უპყრია - გატაცებული ღირსებისა და პატივის აღმნიშვნელი. ასევე თითქმის გაურკვეველი მიზეზების გამო საკუთარი ადგილი შეინარჩუნა პროლეტარიატის დიდი ბელადის ძეგლმა ქალაქ გორში, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, დღემდე ამშვენებს ამ ქალაქის მთავარ მოედანს.


სივრცითი ორიენტირები ადამიანის ჩამოყალიბებაში საკმაოდ დიდ როლს თამაშობენ, თუმცა საზოგადოების აზროვნების უკეთესისკენ შეცვლისთვის საკმარისი არაა მათი მოშლა და ახლით ჩანაცვლება. ადამიანებმა პირველ რიგში, გონებით უნდა გაითავისონ ცვლილებების საჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ყოველთვის დღევანდელის მსგავსი იქნება.

Monday, February 8, 2010

ლურჯ-ყვითელი არჩევანი - მეორე ტური/Yellow-Blue Choice - Runoff

ვ. იანუკოვიჩის მიერ მიღებული ხმები/Votes received by V. Yanukovich

ი.ტიმოშენკოს მიერ მიღებული ხმები/Votes receive by Y. Timoshenko

გამარჯვებულები რეგიონებში / Winners in regions
<

Damaged Kopitnari Airport after Russian invasion; August 2008./დაზიანებული კოპიტნარის აეროპორტი რუსული აგრესიის შემდეგ; აგვისტო 2008

Google map-ის რუკაზე კარგად ჩანს რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბილი კოპიტნარის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი.

[googlemaps http://maps.google.com/maps?f=q&amp;source=s_q&amp;hl=en&amp;geocode=&amp;q=kopitnari&amp;sll=37.0625,-95.677068&amp;sspn=33.764224,79.013672&amp;ie=UTF8&amp;hq=kopitnari&amp;hnear=&amp;radius=15000&amp;t=h&amp;ll=42.176603,42.483573&amp;spn=0.015266,0.027466&amp;z=15&amp;output=embed&w=640&h=480]