ავსტრიის იმპერია, რომელიც 1867 წელს უნგრეთის რევოლუციის შედეგად დუალისტურ მონარქიად იქცა, მულტიეთნიკურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, უნგრეთის შემადგენლობაში შემავალი ხალხები უფრო მეტად განიცდიდნენ ძალდატანებითი ასიმილაციის, ე.წ. მადიარიზაციის პროცესს, ვიდრე ამას იმპერიის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში გერმანულენოვანი ავსტრიელები აკეთებდნენ. ცხადი იყო,
რომ საჭირო იყო ასიმეტრიული მოწყობის რაღაც სახე, რომელიც სხვა ხალხებსაც, რომლებიც ქვეყნის
პოპოვიცის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებდა 15 ავტონომიური ერთეულის შექმნას, რომელთა საზღვრებიც ეთნიკური ჯგუფების განსახლების არეალს ემთხვეოდა. როგორც ვხედავთ, ქვეყნის ტერიტორიაზე სამი გერმანულენოვანი, ორ-ორი იტალიურ და უნგრულენოვანი, ხოლო თითო-თითო ჩეხური, სლოვაკური, პოლონური, უკრაინული, ხორვატული და სერბული ერთეული უნდა შექმნილიყო, თავიანთი საკმაოდ მაღალი დონის თვითმმართველობით. ამგვარად, დუალისტური მონარქია ასიმეტრიულ ფედერალურ სახელმწიფოდ გადაიქცეოდა.
ასეა თუ ისე, მსგავსი იდეა ვერ განხორციელდა, ჩვენ კი მხოლოდ შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, გახდებოდა თუ არა უკეთესი მსოფლიო ავსტრო-უნგრეთის აშშ-დ გადაკეთების შემთხვევაში. შეიძლებოდა, მაშინ სერბ სტუდენტსაც არ გამოეკრა იმ საბედისწერო დღეს ჩახმახისათვის თითი.
1 comment:
მომეწონა. არ ვიცოდი ამ იდეის შესახებ არაფერი :)
Post a Comment