Saturday, August 21, 2010

ქართულენოვანი Google და რელიგიური ექსტრემიზმი

დღეს ”გუგლის” ქართულენოვანმა ვერსიამ სიურპრიზი შემოგვთავაზა. როდესაც ეძებთ რაიმე ისეთს, რაც რეალურ შედეგს არ მოგცემდათ, მაგ. ”ასდლკჯ ადსლკ ჯალსკდ ” და მსგავს ტექსტს, ”გუგლი” ასეთი ტექსტით გპასუხობთ:
”თქვენი შეკითხვა - Google Ineqw;flk jdsa;lsf;lfdklhs - არ მოერგო არც ერთ დოკუმენტს. ქრისტეს მშვიდობა შენთან!
რჩევა-დარიგება:
* დარწმუნდით ყველა სიტყვის მართლწერაში.
* სცადეთ სხვა საკვანძო სიტყვები. წყალობა ღვთისა შენთანა!
* სცადეთ უფრო ზოგადი საკვანძო სიტყვები.
* სცადეთ ნაკლები საკვანძო სიტყვები.”

აი, სქრინშოთიც:
[caption id="attachment_469" align="aligncenter" width="690" caption="სიახლე ქართულ ”გუგლში”"][/caption]
როგორც ვხედავთ, თვით ”გუგლიც” კი გახდა ფსევდორელიგიური ექსტრემიზმის შეტევის მსხვერპლი, ან ვინმემ უშნოდ იხუმრა.
როგორც გავარკვიე, ”გუგლის” გაქართულებაც ვოლუნტიერების მეშვეობით ხდება, ანუ ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჰოდა, თუკი ნამდვილად განაღვლებთ ამ საჭირო პროდუქტის ბედი თქვენს მშობლიურ ენაზე და გაქვთ გუგლის ანგარიში (ექაუნთი), შეიარეთ ამ ვებ-საიტზე, მცირეოდენი რეგისტრაციის შემდეგ გადადით რედაქტირების გვერდზე და ჩაასწორეთ ზემოთაღნიშნული ტექსტი. დამიჯერეთ, ამით ნამდვილად კარგ საქმეს გააკეთებთ...

3 comments:

Suigetsu Hōzuki said...

დღეს არ შემოუთავაზებია ეგ სიურპრიზი. რამდენიმე დღის წინ შევამჩნიე, ფეისბუქზეც კარგა ხანია მაგაზე ლაპარაკობენ.

fmagellan said...

ამწუთას შევამოწმე და ისევ არის :)

Suigetsu Hōzuki said...

არა, იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს არ დაწყებულა ეს...რაღაც. :D