კომისიის დასკვნა, წევრები და განხორციელებული საქმიანობა
საქართველოში მიმდინარე კონფლიქტების დახასიათება 1991-2008 წლებში
მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია
Wednesday, September 30, 2009
Wednesday, September 16, 2009
აღმოსავლურიდან დასავლურისკენ
რატომაა შეუძლებელი ყველა ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრება? ამ თემაზე წერისას ბევრი მკვლევარი, განსაკუთრებით დასავლეთში, ღრმად განხილვისგან თავს იკავებს. თავისთავად ცხადია, რომ ნორვეგიულ და ინდურ, ისლანდიურ და ბოცვანის დემოკრატიებს შორის ისეთი სხვაობაა, როგორიც ცასა და მიწას შორის. დემოკრატია, როგორც სისტემა, მთლიანად დასავლური, კერძოდ ქრისტიანული და კიდევ უფრო კონკრეტულად, ევროპული პროტესტანტული ცივილიზაციის პირმშოა. არ უნდა ავურიოთ ძველი ბერძნული და თანამედროვე დემოკრატიები ერთმანეთში. პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს კლანური დემოკრატიის განვითარებულ ფორმასთან, როდესაც ერთი, საკმაოდ ჩაკეტილი საზოგადოების თანაბარუფლებიანი წევრები გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით იღებენ. არსებობენ საზოგადოებები, რომელთა მართვაც თითქმის შეუძლებელია ან ძალიან რთულად განსახორციელებელია დემოკრატიის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია :) , საზოგადოების განვითარების ისტორიული და კულტურული თავისებურებები საშუალებას არ იძლევა, ყველგან მართვის ერთნაირი ფორმა იყოს ეფექტური. საქმე ის არ არის, რამდენად სამართლიანია ესა თუ ის მართვის ფორმა, არამედ რამდენად ეფექტურად წყვეტს იგი თავის წინაშე არსებულ ამოცანებს. ნებისმიერი სისტემა ცდილობს, რომ ასე თუ ისე უზრუნველყოს საკუთარი სტაბილურობა და მაქსიმალურად შეზღუდოს წევრების მისწრაფება ცენტრიდანული მოქმედებებისკენ.
ჩინური საზოგადოება უნიკალურია. მისი მართვის ფორმა არსებითად არ შეცვლილა ბოლო სამი ათასი წლის მანძილზე და დასავლური მართვის სისტემის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს. კონფუცის მოძღვრება, რომელიც ეფექტურად გამოიყენეს ჩინეთის მმართველებმა, გარკვეულწილად ქადაგებდა უფროსისადმი მორჩილებას, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩინელი ფილოსოფოსი წინააღმდეგი იყო მართვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისა და მმართველებს მოუწოდებდა, საკუთარი მაგალითი მიეცათ ქვეშემრდომებისთვის. მნიშვნელოვანი იყო ქვეშემრდომთა აღზრდა, რაც ასევე დაკავშირებულია ძველი ჩინური კლანური ურთიერთობების გადმონაშთებთან, სადაც წინაპრებისადმი პატივისცემა რიტუალის დონემდე იყო ატანილი. საინტერესოა, რომ კონფუცის მსგავსად, მეორე უდიდესი ჩინელი მოაზროვნე, ლაო-ძიც გარკვეულწილად აიდეალებდა წარსულს, როცა ადამიანები პატარ-პატარა თემების სახით ცხოვრობდნენ და უხუცესები საყოველთაო პატივისცემით იყვნენ მოსილნი.
მართვის ჩინური მოდელი ტიპიური აღმოსავლური მოდელია, რომელიც ნაკლებად გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩაბმას მართვასა და დემოკრატიულ პროცესებში. სათავეში არსებული მცირე პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლები მართვას ძირითადად უზარმაზარი ჩინოვნიკური აპარატისა და ძლიერი არმიის მეშვეობით ახორციელებენ. სახელმწიფო მოხელეებს ამგვარ პირობებში საკუთარი ტერიტორიის ან დაქვემდებარებულ სისტემაში სრულიად შეუზღუდავი ხელისუფლება აქვთ.
[gallery link="file" columns="2"]
მოცემული სისტემა დიდად არ დაგიდევთ ადამიანის სიცოცხლეს და შეუძლია, საჭირო მიზნის განსახორციელებლად უზომო რაოდენობის მსხვერპლი გაიღოს, რაც სრულიად შეუსაბამოა დასავლური აზროვნებისთვის. მაგრამ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ საზოგადოება ამას ეგუება და იტანს, რადგან მისთვის წარმოუდგენელია, მოიქცეს სხვანაირად. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ბოლო 2500 წლის მანძილზე ოცამდე უდიდესი მასობრივი გამოსვლა და აჯანყება დაფიქსირდა, ჩინურმა მართვის სისტემამ ყველაფერს გაუძლო და სავარაუდოდ, კიდევ გაუძლებს. კრიზისულ პერიოდში იგი ეფექტურად ახერხებდა, მორგებოდა ახალ სიტუაციას, თუმცა მისი ძირითადი ნიშან-თვისებები იგივე რჩებოდა.
სხვა ანალოგიური ტიპის სახელმწიფოები კი ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ სტაბილურობის შენაჩუნებას. სპარსეთი, არაბთა სახალიფო, მონღოლთა იმპერია, საბჭოთა კავშირი ანალოგიური მართვის ტიპის ქვეყნებია, რომლებმაც სისტემური კრიზისის პერიოდში დაქვეითება განიცადეს. საინტერესოა ისიც, რომ მათ ნაშთებზე წარმოშობილი ქვეყნები ასევე უმეტესწილად ვერ ახერხებენ დასავლური ფასეულობების დანერგვას და განვითარების იგივე გზას უბრუნდებიან, რაც მათმა წინამორბედებმა გამოიარეს. მაგალითისთვის დღევანდელი რუსეთი კმარა, რომელმაც გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების წარუმატებელი ”დემოკრატიული ექსპერიმენტების” შემდეგ ისევ ძველი და კარგად გატკეპნილი ავტორიტარიზმის ბილიკს დაუბრუნდა.ზოგადად, ერის აზროვნების შეცვლა ძალიან რთულია. ის, რაც საუკუნეთა მანძილზე ყალიბდება, ერთი ხელის მოსმით ვერ განადგურდება. გერმანელი ერის შეცვლას ორი მსოფლიო ომი დაჭირდა, იაპონელებისას - მეორე მსოფლიო ომში დამარცხება და ჰიროსიმასა და ნაგასაკის ტრაგედია. ამერიკელები ბოლო ორასი წელიწადია ცდილობენ, დემოკრატია დაამკვიდრონ ლათინურ ამერიკაში, მაგრამ ამ მცდელობას ჯერჯერობით არ გაუმართლებია და საპირისპირო შედეგებს იღებს (გავიხსენოთ ორი იმბეცილი ლიდერი - უგო ჩავესი და ევო მორალესი). საქართველომ, რომელმაც დასავლურ ცივილიზაციასთან აქტიური ურთიერთობა მხოლოდ ოციოდე წელია, დაიწყო (არ ვთვლით გასული საუკუნის შედარებით ”ნათელ” ორ ათწლეულს), ჯერჯერობით ვერაფრით მოახერხა, განევითარებინა თანამედროვე წარმატებული სამოქალაქო ინსტიტუციები და ამ მხრივ ჯერჯერობით ვერ დავიკვეხნით. მრავალი მიზეზის გარდა აქ უცილობლად უნდა აღინიშნოს რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანას ბოლო რვაასი წელია, არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო. ცალკეული კუთხეების დაქსაქსულობა აყალიბებდა მათ შორის მნიშვნელოვან განსხვავებებს და რაც მთავარია, საქართველო ყოველთვის იყო ტიპიური აღმოსავლური მართვის სისტემების მქონე ქვეყნების გავლენის და მფლობელობის ქვეშ, რის გამოც ჩვენთანაც მეტროპოლიების მსგავსი ინსტიტუციები ვითარდებოდა. ამ გავლენისგან გათავისუფლება გარკვეულწილად დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დაიწყო, თუმცა ჯერჯერობით პროცესი ძალიან რთულად და ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს. დემოკრატია, რომელიც დასავლური მართვის სისტემის განუყოფელი ნაწილია, ჯერჯერობით ჩვენთან ნაკლებადაა დამკვიდრებული. სამწუხაროდ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მმართველები გარკვეული დროის შემდეგ მაინც ავტორიტარიზმის ნიშნებს აჩენენ. ეს სენი ალბათ მანამ არ აღმოიფხვრება, სანამ საზოგადოება ახალი პრინციპების მისაღებად მზად არ იქნება. სანამ თითოეული ჩვენგანი არ მოახერხებს წარსულის მავნე გავლენისგან გათავისუფლებას. ქართველ ერს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ საბოლოოდ ჩამოშორდეს აღმოსავლურ აზროვნებას და დაუბრუნდეს იმ წიაღს, სადაც ჩვენი ადგილი ნამდვილად არის.
|

Labels:
აღმოსავლური სისტემა,
დემოკრატია,
ლაო-ძი,
სიმბოლო,
უგო ჩავესი,
ქართული დემოკრატია
Monday, September 7, 2009
ხალხოსნობა ქართული ანუ არაჩვეულებრივი გამოფენა 2
ხალხოსნობა - ხალხში გასვლა ფრიად შვენის ხოლმე მთავრობას, მაგრამ ისეთი, როგორის მოწმეც ამ შაბათს შევიქენით, ალბათ მსოფლიო ისტორიის ფურცლებზე იშვიათად მოიძიებს კაცი. შაბათს, დედაქალაქის მთავარ ქუჩაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთს ასწრებდნენ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარებას. რა არის ამ ყველაფერში ცუდი - იკითხავს კაცი, მთავრობა ხალხთან ახლოსაა, პირზეღიმილიანი მინისტრები და მოადგილეები ესაუბრებიან უბრალო გამვლელებს და მათ კითხვებს სცემენ პასუხს. რუსთაველზე ამაყად იწონებს თავს ერთ ღამეში აწყობილი საველე ჰოსპიტალი, დევნილებისთვის განკუთვნილი კოტეჯის მოდელი, თავდაცვის სამინისტროს ”ჰამერები” და ”ეჟდერები”, კრიმინალისტების აღჭურვილობა, მაღალი ძაბვის გადამცემების მოდელები და ათასი სხვა მეტად საინტერესო საგანი.![](https://lh3.googleusercontent.com/blogger_img_proxy/AEn0k_tgDiQ4BMbFpAWq1pfPO2uCZ52440aDGvHNGSmb1MpJ4MTrUISicVnyB4UDnlNsXia0Qliapw6tM13wiY-U6BhBokH0HcX8nPouRrY=s0-d)
მოვლენა უმალ იქცა ქართული ტელესივრცის უმთავრეს ახალ ამბად, რომელმაც გადაფარა ყველაფერი - ოსი ბოევიკების მიერ გატაცებული მეტყევეების და გირგვლიანის მკვლელებით დაწყებული ფილიპინებსა და მაკედონიაში ჩაძირული გემების ამბებით დამთავრებული. ყველა საინფორმაციო გადაცემის პირველი, სულ ცოტა 20-წუთიანი ბლოკი სახალხო ანგარიშს დაეთმო...
თავად გამოფენა მეტად სასეირო იყო, ოღონდ უცხო თვალს რატომღაც პირველი მაინც იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების მასალების სიმრავლე ეცემოდა, რომელსაც შესაბამისად გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები ახლდნენ თან. როგორც მასმედიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადრე დილით რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა სახალხო ანგარიშის მოსამზადებლად. უნებურად კაცი მაინც ახალი მინისტრის გულმოდგინებაზე იფიქრებს, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა, რათა მისი ხელქვეითების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სანახაობა შთამბეჭდავი ყოფილიყო. ისე, ამ ყველაფერს ერთი პატარა პარადი და მთავარსარდლის საპროგრამო სიტყვაც არ აწყენდა.
ქვეყნის ყველაზე ალბათ ყველაზე სტაჟიანი მოქმედი მინისტრის უწყებამ ტრადიციულად თავი არ შეირცხვინა და მოსახლეობას კრიმინალისტების საქმიანობა დაწვრილებით გააცნო. წარმოდგენილი იყო როგორც მათი სამუშაო იარაღები, ასევე იმპროვიზებული დანაშაულის ადგილი, სადაც კრიმინალისტები კამერების წინ ”სი-ეს-აის” მსახიობებზე არანაკლები გულმოდგინებით და ნიჭით თამაშობდნენ. აქვე იყო პოლიციელებთან სროლაში გაჯიბრების მსურველთათვის. ხალხში გამოვიდა თავად მინისტრიც. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმთავრესი მიღწევა მაინც გამჭვირვალე პოლიციის შენობები და ის ფაქტია, რომ პოლიცია ამჟამად უფრო უსაფრთხო და პროფესიული პოლიციაა (სტილი მიახლოებით დაცულია). გამზირზე ასევე ჩანდნენ ცხენოსანი სამართალდამცავებიც.
არც სხვა სამინისტროები ყოფილან გულხელდაკრეფილნი. დევნილების კოტეჯის მოდელიდან გამოსული მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ეს იყო 56 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი და სულაც არ ჰგავდა საქათმეს, როგორც მისი ენამწარე ოპონენტები აღნიშნავენ ხოლმე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოფინა აშშ-სთან დადებული ყბადაღებული ქარტია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ენერგეტიკის სამინისტრომ - ანძები, რომლებშიც დენი არ გადიოდა, განათლების სამინისტრომ - წარჩინებული მოსწავლეები და ა.შ.![Gamofena Gamofena](https://lh3.googleusercontent.com/blogger_img_proxy/AEn0k_uu4nHUEcnou_TfPE2g8eP2o5NZNooqo4rSgf-sGqhpzvoI8l1YHzN6_pIaIxszIiFPZfUX8K4bF7WJUWwXvAzMJv-4GmD-BP9eUykelxQOI7gcdTHGbM2VQNRXeEHOYOGPpA=s0-d)
ანტურაჟი, როგორც ყოველთვის, მშვენიერი იყო - ბევრი ლამაზი და ახალი ნივთი, კარგად ჩაცმული და კუნთიანი სამხედრო, ჭკვიანი ბავშვები, ბევრი გაკეთებული საქმე, კიდევ უფრო მეტი ტელეკამერა და ჟურნალისტი - კიდევ ერთი სანახაობა, რომელსაც, როგორც დაგვპირდნენ, საქართველოს რეგიონებშიც ექნება გაგრძელება.
მართალია, მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ზოგჯერ უცნაურ და უეცარ ნაბიჯებს დგამს ხოლმე, მაგრამ დიალოგის ამგვარი ფორმა საკმაოდ მოულოდნელი იყო. თან აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება რატომღაც წინა ღამით გადაწყვიტა. ხმა დაირხა, რომ ამ მოვლენას პრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ძალოვანი სექტორის როლის განსაკუთრებით ხაზგასმა ტელევიზიების მიერ (საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაეთმო და ხშირად აჩვენედნენ ჩვენი შეიარაღებით აღფრთოვანებული მოქალაქეების კომენტარებს), რაც არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობებს აღძრავს.
რა საჭირო იყო მთავრობის მიღწევების ამგვარი არაჩვეულებრივი გამოფენა? პასუხი მარტივია - წინასაარჩევნო ციებცხელება დაიწყო. მთავრობის ხალხისადმი ანგარიშის ჩაბარების წინამორბედად შეიძლება ე.წ. სახალხო დიალოგი მივიჩნიოთ, რომელიც ზაფხულის თვეებში აქტიურად იყო გაშლილი, დედაქალაქში ოპოზიციური ვნებათაღელვების ჩახცრომის შემდეგ. საინტერესო ნაბიჯია - ხალხს პოლიტიკოსების სახეების ხილვას შეჯავშნული ”ჰამერის” თუ ტირის ნახვა ურჩევნია. თან გამოფენაზე თითქმის ყველაფერი ადვილად აღსაქმელად იყო გაკეთებული, რათა მნახველი შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნებულიყო. შეიძლება ეს ყველაფერი თბილისისთვის ნაკლებად შთამბეჭდავია, რომელსაც რუსთაველზე პომპეზური მიტინგები, არანაკლებ პომპეზური პოლიტიკური აქციები, საკნებისა და კარვების ქალაქები უნახავს, მაგრამ საქართველოს რეგიონებისთვის, სადაც ჯერჯერობით ისევ შევარდნაძის უძრაობის ხანაა, შეიძლება სიახლემ ჯადოსავით იმოქმედოს...
მოკლედ, გიხაროდეთ მეგობრებო, ყველაფერი მაინც ჩვენი გულების (და ხმების ) დასაპყრობად კეთდება და არ თქვათ, რომ თქვენს მთავრობას არ ახსოვხართ...
მოვლენა უმალ იქცა ქართული ტელესივრცის უმთავრეს ახალ ამბად, რომელმაც გადაფარა ყველაფერი - ოსი ბოევიკების მიერ გატაცებული მეტყევეების და გირგვლიანის მკვლელებით დაწყებული ფილიპინებსა და მაკედონიაში ჩაძირული გემების ამბებით დამთავრებული. ყველა საინფორმაციო გადაცემის პირველი, სულ ცოტა 20-წუთიანი ბლოკი სახალხო ანგარიშს დაეთმო...
თავად გამოფენა მეტად სასეირო იყო, ოღონდ უცხო თვალს რატომღაც პირველი მაინც იარაღისა და საბრძოლო დანიშნულების მასალების სიმრავლე ეცემოდა, რომელსაც შესაბამისად გამოწყობილი სამხედრო მოსამსახურეები ახლდნენ თან. როგორც მასმედიის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ადრე დილით რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა სახალხო ანგარიშის მოსამზადებლად. უნებურად კაცი მაინც ახალი მინისტრის გულმოდგინებაზე იფიქრებს, რომელმაც ძალღონე არ დაიშურა, რათა მისი ხელქვეითების მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სანახაობა შთამბეჭდავი ყოფილიყო. ისე, ამ ყველაფერს ერთი პატარა პარადი და მთავარსარდლის საპროგრამო სიტყვაც არ აწყენდა.
ქვეყნის ყველაზე ალბათ ყველაზე სტაჟიანი მოქმედი მინისტრის უწყებამ ტრადიციულად თავი არ შეირცხვინა და მოსახლეობას კრიმინალისტების საქმიანობა დაწვრილებით გააცნო. წარმოდგენილი იყო როგორც მათი სამუშაო იარაღები, ასევე იმპროვიზებული დანაშაულის ადგილი, სადაც კრიმინალისტები კამერების წინ ”სი-ეს-აის” მსახიობებზე არანაკლები გულმოდგინებით და ნიჭით თამაშობდნენ. აქვე იყო პოლიციელებთან სროლაში გაჯიბრების მსურველთათვის. ხალხში გამოვიდა თავად მინისტრიც. როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, მისი უმთავრესი მიღწევა მაინც გამჭვირვალე პოლიციის შენობები და ის ფაქტია, რომ პოლიცია ამჟამად უფრო უსაფრთხო და პროფესიული პოლიციაა (სტილი მიახლოებით დაცულია). გამზირზე ასევე ჩანდნენ ცხენოსანი სამართალდამცავებიც.
არც სხვა სამინისტროები ყოფილან გულხელდაკრეფილნი. დევნილების კოტეჯის მოდელიდან გამოსული მინისტრი კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ეს იყო 56 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი და სულაც არ ჰგავდა საქათმეს, როგორც მისი ენამწარე ოპონენტები აღნიშნავენ ხოლმე. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოფინა აშშ-სთან დადებული ყბადაღებული ქარტია და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები. ენერგეტიკის სამინისტრომ - ანძები, რომლებშიც დენი არ გადიოდა, განათლების სამინისტრომ - წარჩინებული მოსწავლეები და ა.შ.
ანტურაჟი, როგორც ყოველთვის, მშვენიერი იყო - ბევრი ლამაზი და ახალი ნივთი, კარგად ჩაცმული და კუნთიანი სამხედრო, ჭკვიანი ბავშვები, ბევრი გაკეთებული საქმე, კიდევ უფრო მეტი ტელეკამერა და ჟურნალისტი - კიდევ ერთი სანახაობა, რომელსაც, როგორც დაგვპირდნენ, საქართველოს რეგიონებშიც ექნება გაგრძელება.
მართალია, მიჩვეულები ვართ, რომ ჩვენი ხელისუფლება ზოგჯერ უცნაურ და უეცარ ნაბიჯებს დგამს ხოლმე, მაგრამ დიალოგის ამგვარი ფორმა საკმაოდ მოულოდნელი იყო. თან აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ხალხისთვის ანგარიშის ჩაბარება რატომღაც წინა ღამით გადაწყვიტა. ხმა დაირხა, რომ ამ მოვლენას პრეზიდენტიც დაესწრებოდა, თუმცა მოლოდინი გადაჭარბებული აღმოჩნდა. შემთხვევითი არ უნდა იყოს ძალოვანი სექტორის როლის განსაკუთრებით ხაზგასმა ტელევიზიების მიერ (საეთერო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი თავდაცვის სამინისტროს დაეთმო და ხშირად აჩვენედნენ ჩვენი შეიარაღებით აღფრთოვანებული მოქალაქეების კომენტარებს), რაც არცთუ სასიამოვნო წინათგრძნობებს აღძრავს.
რა საჭირო იყო მთავრობის მიღწევების ამგვარი არაჩვეულებრივი გამოფენა? პასუხი მარტივია - წინასაარჩევნო ციებცხელება დაიწყო. მთავრობის ხალხისადმი ანგარიშის ჩაბარების წინამორბედად შეიძლება ე.წ. სახალხო დიალოგი მივიჩნიოთ, რომელიც ზაფხულის თვეებში აქტიურად იყო გაშლილი, დედაქალაქში ოპოზიციური ვნებათაღელვების ჩახცრომის შემდეგ. საინტერესო ნაბიჯია - ხალხს პოლიტიკოსების სახეების ხილვას შეჯავშნული ”ჰამერის” თუ ტირის ნახვა ურჩევნია. თან გამოფენაზე თითქმის ყველაფერი ადვილად აღსაქმელად იყო გაკეთებული, რათა მნახველი შინ შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნებულიყო. შეიძლება ეს ყველაფერი თბილისისთვის ნაკლებად შთამბეჭდავია, რომელსაც რუსთაველზე პომპეზური მიტინგები, არანაკლებ პომპეზური პოლიტიკური აქციები, საკნებისა და კარვების ქალაქები უნახავს, მაგრამ საქართველოს რეგიონებისთვის, სადაც ჯერჯერობით ისევ შევარდნაძის უძრაობის ხანაა, შეიძლება სიახლემ ჯადოსავით იმოქმედოს...
მოკლედ, გიხაროდეთ მეგობრებო, ყველაფერი მაინც ჩვენი გულების (და ხმების ) დასაპყრობად კეთდება და არ თქვათ, რომ თქვენს მთავრობას არ ახსოვხართ...
Labels:
ანგარიში ხალხს,
გამოფენა,
დიალოგი,
საკნები,
ქართული დემოკრატია,
შსს,
ხალხოსნობა
Subscribe to:
Posts (Atom)